მოგზაურობა თურქეთსა და საბერძნეთში
- რა გახსენდება სიტყვაზე „ლაჟვარდოვანი“?
-
მე, ყოველთვის ზღვა, ცა - სიცოცხლისა და სიმშვიდის ფერი.
- და რა არის შენთვის დასვენება?
-
ჩემთვის ლაჟვარდოვანი ზღვისა და ცის ყურება, ბუნებით
ტკბობა და Dolce far niente (sweetness of doing nothing), წლის ტრენდად ქცეული სიტყვათა
წყობა. სწორედ ამიტომ თურქეთს ვესტუმრე, ახლა უკვე მეორედ, თუმცა პირველ ჯერზე მხოლოდ
სტამბული მოვინახულე, რომლის ემოციები და შთაბეჭდილებები დღემდე მომყვება უკვე მე-7
წელია. ამჯერად ღუზა კუშადასში ჩაეშვა.
კუშადასი - ეგეოსის ზღის სანაპიროზე გაშენებული ქალაქი, რომელიც გარშემორტყმულია მთებით, მდებაორებს თურქეთის დასავლეთ ნაწილში. კუშადასი ზაფხულში ყოველთვის დატვირთულია ტურისტებით/დამსვენებლებით. ქალაქის ცენტრი საკმაოდ ხალხმრავალი და ხმაურიანია, განსაკუთრებით საღამოს, თუმცა ქალაქის გარეუბნები წყნარი და მშვიდია დასასვენებლად.
უღრუბლო, უნალექო ცა და სიცხე დამახასიათებელია ამ რეგიონისთვის ზაფხულში, თუმცა 38 გრადუსიც კი ასატანი სიცხეა, რადგან ჩრდილში მუდმივად გრილი, სასიამოვნი სიო ქრის, როგორც უკვე ვახსენე, მთებშია ჩაფლული და სწორედ აქედან იღებს ქალაქიც ჟანგბადით მდიდარ ჰაერს, თორემ ქუჩაში იშვიათად თუ შეხვდებით ხეს, ძირითადად ლამაზი, ფერადი ყვავილები დგას, რომელიც სხვა ხიბლს სძენს ქალაქს.
ყვითელი ქვიშა, წყნარი, მშიდი და ფერადი ზღვა, სასიამოვნო
წყალი, ჩალით დაწნული ქოლგებით სავსე სანაპირო და სხვა რა უნდა ინატრო შვებულების სასიამოვნოდ
გასატარებლად?
თბილისიდან იზმირში ფრენას 2 საათიც არ სჭირდება (პირდაპირ
ფრენებს ასრულებს Pegasus-ის
ავიახაზები), აქედან ყველაზე ახლოა კუშადასი, საშუალოდ 40 წუთი სჭირდება მანქანით.
იზმირიდან 1 საათში კი ალაჩათში, ქარის წისქვილებსა და ეგეოსის სანაპიროს ზოლს შორის
მოქცეული თურქული მიკონოსი, აზიური კულტურისა და სტილისთვის დამახასიათებელი დეტალები,
ფერად-ფერადი ყვავილები, თურქული მუსიკა, ვიწრო ქუჩები, თურქული ყავის არომატები, ტურისტების
დიდი ნაკადი და ულამაზესი სახლები, სამი სიტყვით - ფოტო მოყვარულების სამოთხე.
ცენტრში ხალხი ფეხით ან მოპედით მოძრაობს, მანქანებით მოძრაობა არაა დაშვებული. სანაპირო ზოლი საშუალოდ 3 კმ-ით არის დაშორებული ცენტრიდან, ქალაქში გადასაადგილებლად ძირითადად ტაქსი გამოიყენება. სანაპიროები კეთილმოწობილია, გემოვნებით. ზემოთ ქარის წისქვილები რომ ვახსენე, ალაჩათი საკმაოდ ქარიანი მხარეა და სიცხის მიუხედავად ჩრდილში სასიავნოდ ქროდა ქარი და ზღვაშიც (სხვა საკურორტო ქალაქებთან შედარებით) ტალღებია.
ამ ვიწრო ქუჩებზე ერთმანეთის მიყოლებით არის ნაციონალური
თუ საერთაშორისო სამზარეულოს მქონე კაფე-ბარები და სუვენირების მაღაზიები. თუ ლამაზი,
ბუნებრივი ქვის სამკაულების შეძენა გსურს, ალაჩათში ყველა გემოვნებისთვის აღმოაჩენ,
თან ძალიან ხელმისაწვდომ ფასად. ქეშს რაც შეეხება, ჯობია ეროვნულ ვალუტაში (ლირა) იქონიო,
როგორც ალაჩათში, ისე კუშადასში. ხოლო ტაქსის კომპანიები საქალაქთაშორისო გადაადგილების
საფასურად ნებისმიერ ვალუტაში იღებენ ჰონორარს (ლირა, აშშ დოლარი, ევრო, ბრიტანული
ფუნტი).
მე, როგორც ყველაზე არაგურმანი ადამიანი ეროვნული კერძებიდან
ვერ, მაგრამ დესერტებიდან კი შემიძლია გირჩიოთ სხვადასხვა სახეობის ბაქლავების მირთმევა,
უუუგემრიელესიაა და ზოგადად, ტკბილეული ყველაფერი გემრიელი აქვთ და აუცილებლად უნდა
დააგემოვნო როდესაც თუქეთში მოგზაურობ.
ალაჩათში გემრიელი კერძები და სასმელი იყო Kosa Kahve-ში, რაც შეეხება კუშადასს, თუ თევზეულისა და ზღვის პროდუქტების მოყვარული ხარ, პორტის სიახლოვეს არის რამდენიმე ზღვისპირა რესტორანი, სადაც შეძლებ გემრიელად დაგემოვნებას.
სამწუხაროა, რომ მომსახურების სფეროში ნაკლები პერსონალი
ჰყავთ, ვინც ინგლისურ ენაზე საუბრობს ან მცირედით მაინც ესმის, რომ კაფე-ბარებში შეკვეთა
სწორად გაამზადონ, რასაც ვერ ვიტყოდი საბერძნეთზე. ზოგადად, ვისურვებდი ნებისმიერი
ქვეყნის ტურისტულად დატვირთულ ქალაქებში საერთაშორისო ენაზე მეტყველებდეს უმრავლესობა,
ვინც მომსახურების სფეროშია.
საბერძნეთი ვახსენე და ერთ დღიანი ვოიაჟიც მოვიწყვეთ საბერძნეთის კუნძულ სამოსზე. კუშდასი-სამოსი-კუშადასი გემის ბილეთი 55$ ღირს, დილის 9 საათისთვის გადის კუშადასის პორტიდან და დაახლოებით საათნახევრიანი გემით მოგზაურობის შემდეგ სამოსის პორტში მოხვდები, საიდანაც ხელისგულივით მოჩანს პითაგორიოს (Pythagoreio) სილამაზე. პითაგორიო (იმედია სწორად გამოვთქვამ) კუნძულ სამოსის ყველაზე დიდი მუნიციპალური ერთეულია, თუმცა ქალაქი იმდენაც პატარაა სულ რამდენიმე საათში შეგიძლია ფეხით მოიარო. პატარა, მაგრამ საყვარელი, აი ზღვისპირა ქალაქების მსგავსი, მყუდრო და დადებითი აურის მატარებელი, ხალხმრავლობაც არაა, ბერძნები კიდევ სტუმართმოყვარე, კულტურული და სასიამოვნო ხალხია, ბერძნული ენის ჟღერადობა ხომ ცალკე მუსიკაა.
პითაგორიოში ზღვის სანაპიროზე ბევრი კაფე-ბარია და უგემრიელესი საკვები. მიუხედავად იმის, რომ კუშადასისა და პითაგორიო, ორივე ეგეოსის ზღვის სანაპიროზეა გაშენებული, წყალი საბერძნეთში მაინც სხვანაირად ცისფერი, გამჭვირვალე, უფრო მარილიანი და ცივი იყო. ამიტომ, თუ ჩვენსავით გადაწყვეტ კუნძულ სამოსზე გადასვლას, საცურაო კოსტუმი თან უნდა იქონიო. სამოსის დასათვალიერებლად სულ 5 საათი გაქვს და საღამოს 6-სკენ გემი უკან, თურქეთის ტერიტორიაზე ბრუნდება.
თუ გსურს შენი მოგზაურობის საინტერესოდ და მრავალფეროვნად
გატარება, როდესაც კუშადასში ხარ, ჩემი გზამკვლევი არ დაგავიწყდეს. სხვათაშორის, სექტემბერი
იდეალური პერიოდია ზღვაზე დასასვენებლად, სიცხე ნაკლებად შეგაწუხებს და ზღვაც უფრო
სასიამოვნო და მზის ჩასვლა კიდევ უფრო ლამაზი, თანაც ყოველ საღამოს ცა ალისფრად იღებება, ზღვაც ირეკლავს
და ქმნის საოცარ ფერებს.
Comments
Post a Comment