როგორ მოვუაროთ სახის კანს გაზაფხულზე
დადგა
ყველაზე ფერადი და ლამაზი სეზონი - გაზაფხული. გაზაფხულის დასაწყისი საუკეთესო პერიოდია
ზამთრის სიცხივისაგან გაუხეშული კანის გასაჯანსაღებლად, კანიდან მკვდარი უჯრედების
მოსაცილებლად, სტრუქტურის აღსადგენად და კანის ბზინვარებისათვის.

![]() |
Clinique-ის სკრაბი |
სკრაბებისა
და ექსფოლიანტების გამოყენება ძირითადად რეკომენდირებულია ღამის რუტინაში, რადგან სახის
კანზე მზის პირდაპირი სხივების მოხვედრამ შესაძლოა
გამოიწვიოს ჰიპერპიგმენტაცია, რაც საკმაოდ რთულად გადადის კანიდან. ამიტომ, გირჩევთ
გამოიყენოთ დღის განმავლობაში მზის დამცავი კრემი, ან დეკორატიული კოსმეტიკა, რომელიც
შეიცავს SPF-ს.
ტემპერატურის
მატებასთან ერთად ფორები უფრო ფართოვდება და კანის დაბინძურების რისკიც შესაბამისად
უფრო იზრდება და არა მხოლოდ, სკრაბებისა და ექსფოლიანტების გამოყენების შემდეგაც სასურველია
ფორების შემკვრელი ნიღბების გამოყენება, მაგალითად თიხის ნიღბის, რათა გასუფთავებული
ფორები შეიკრას და ნაკლები ჭუჭყისა დაგროვება მოხდეს კანის ზედაპირზე.
![]() |
Avene-ს დამატენიანებელი კრემი |
გაზაფხულზე
კანის მოვლის რუტინის შემდეგ საფეხურს წამოადგენს ჰიდრატანტები. თუ ზამთარში იყენებდით
სქელი სტურქტურის მქონე დამატენიანებელ საცხებს, გაზაფხულზე უფრო თხელი, მსუბუქი სტრუქტურის
კრემების გამოყენებას გირჩევთ. სასურველია საცხი დამზადებული იყოს წყალზე და არ ჰქონდეს
ცხიმის შემცველობა.
ტუჩები
ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ადგილია ჩვენს სახეზე, რასაც მუდმივი მოვლა და დატენიანება
სჭირდება. სასურველია დღის განმავლობაში რამდენდჯერმე გამოიყენოთ ტუჩის ბალმი, ჰიგიენური
ტუჩსაცხი, რაც თავიდან აგაცილებთ ტუჩების გამოშრობას.
![]() |
Bioderma Sebium Hydra |
გამოიყენეთ
ეს პერიოდი სახის კანის გაჯანსაღებისათვის, მიანიჭეთ მას მეტი ბზინვარება, კარგად დაიტენიანეთ
და რაც მთავარია, გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები. თქვენი სილამაზის ფორმულა
კანის ტიპის მიხედვით შერჩეული პროდუქტები და მუდმივი მოვლაა. გადაერთეთ საგაზაფხულო
დილა-საღმოს რუტინაზე და იყავით თავდაჯრებულები.
Comments
Post a Comment